მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ელექტრონული კურსით ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაო გარემოს შეფასების შესახებ!
საინფორმაციო-სასწავლო კურსი მომზადებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის N01-20 ბრძანებაზე დაყრდნობით.
კურსი აღწერს ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეებისგან დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად.
კურსი დაეხმარება შრომის ინსპექტორებს და სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ბრძანების აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესში და როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, ხელს შეუწყობს ბრძანების სწორად იმპლემენტაციას.
კურსი სასარგებლო იქნება დამსაქმებლების, დასაქმებულების, შრომის ინსპექტორებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის საინტერესო იქნება აღნიშნული ელექტრონული საინფორმაციო-სასწავლო კურსი!
კურსი მომზადებულია საქართველოს პროგრესული ფორუმის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.